
საქართველოს ნაკრების მეკარის ქალიშვილი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილის 9 წლის გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და დაიღუპა.
გამოძიება სსკ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
კომენტარი