
გდანსკში ქართული კინოს დღეები გაიმართება
ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, 13-16 ოქტომბერს გდანსკში ქართული კინოს დღეები გაიმართება. ღონისძიება ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტით“ გაიხსნება. ფილმს რეჟისორი თავად წარადგენს. ასევე, მოეწყობა დისკუსია ქართული კინოს შესახებ, რომელსაც ნუცა ალექსი-მესხიშვილთან ერთად ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი, ნოშრე ჩხაიძე დაესწრება.
ქართული კინოს დღეების ფარგლებში პოლონელი მაყურებელი კიდევ სამ სრულმეტრაჟიან ქართულ ფილმს იხილავს. ნაჩვენები იქნება:
· გიორგი ოვაშვილის - "სიმინდის კუნძული"
· ლევან კოღუაშვილის - "შემთხვევითი პაემნები"
· თინათინ ყაჯრიშვილის - "პატარძლები".
კომენტარი