
თბილისში "მძიმეწონიანი" ბავშვი დაიბადა
თბილისში, სამშობიარო სახლ "იმედის კლინიკაში" გოლიათი ბავშვი დაიბადა: ახალშობილის წონა 5.800კგ-ია.
როგორც კლინიკის დირექტორმა, დავით კობეშავიძემ აღნიშნა, გოლიათი ახალშობილი ფიზიოლოგიური მშობიარობით დაიბადა, რაც იშვიათი შემთხვევაა.
პატარა ერეკლე თვალავაძეების ოჯახში მეოთხე შვილია.
ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.
კომენტარი