
ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, როდიდან შემსუბუქდება მოქმედი შეზღუდვები
ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება. „რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარი