
ვლადიმირ პუტინს ნატო-ს დაშლა სურს
ეს სურვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა პოლიტოლოგებთან შეხვედრის დროს გააჟღერა. ვლადიმირ პუტინი ჟირინოვსკის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცივი ომისდროინდელი გადმონაშთია და „ის აღარავის სჭირდება“.
ვლადიმირ პუტინი ლიბერალ-დემოკრატების ლიდერს, ვლადიმირ ჟირინოვსკის დაეთანხმა და ის შეაქო კიდეც, ოღონდ არ დაეთანხმა იდეას, რომ რუსეთმა ევროკავშირს ნატოს დაშლის სანაცვლოდ ფინანსური დახმარება უნდა აღმოუჩინოს. "რატომ? ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ჩვენზე მდიდარია", - თქვა პუტინმა.
კომენტარი