
მეცნიერებმა შექმნეს საათი, რომელიც სიკვდილის დროს აჩვენებს
ქვიშის საათს ჰგავს, აჩვენებს, რამდენი დარჩა ადამიანს სიცოცხლე.ლანკასტერის უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა – ენტა სტეფანოვსკამ და პიტერ მაკლინტოკმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც კანის ზედაპირიდან იღებს კაპილარების ძირითადი შემადგენელი უჯრედების ანალიზს.
კაპილარებში მიმდინარე სისხლი – ორგანიზმის დაბერების პროცესის ძირითადი მაჩვენებელია. თუ მოწყობილობაზე ნიშანი “0″ გამოისახა, ეს სიკვდილის მომასწავებელია, ხოლო “100″ – ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას, სიცოცხლისუნარიანობას აღნიშნავს.
ლაზერი, რომელიც კაპილარებში სისხლის მიმოქცევის ტესტირებას აკეთებს, ასევე აჩვენებს ადამიანის ორგანიზმში დემენციისა და კიბოს უჯრედების რაოდენობას, – წერს The Daily Mail.
კომენტარი