
„შოკისმომგვრელი ამბავი გვაქვს - სკოლის დირექტორი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ამას მალავდა"
კიევის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა დამალა, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული და სამსახურში დადიოდა. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„შოკისმომგვრელი ამბავი გვაქვს - სკოლის დირექტორი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ამას მალავდა, სამსახურში დადიოდა და უამრავ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ჩვენ უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს მოთხოვნით, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას“ - აღნიშნა კლიჩკომ.
უკრაინაში სულ კორონავირუსით ინფიცირების 31 810 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში უკვე იმსხვერპლა 901 ადამიანი, 14 253 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
კომენტარი