
The Facebook-დან Facebook-მდე, ანუ, როგორ იწრთობოდა მარკი
2005 – TheFacebook
ამ დროს „ფეისბუქი“ ნამდვილი ახალშობილივით გამოიყურება: მასავით თოთო და არასრულქმნილია. თანაც, იმ დროს მას TheFacebook ერქვა...
2006 – Mini-Feed
2006 წლის სექტემბრიდან იწყება სიახლეების ნუსხა (News Feed) და მომხმარებლების კედლებზე ჩნდება მათი აქტივობების ჩამონათვალი (mini-feeds).
2007 – ინტერაქცია
ჩნდება პირველი აპლიკაციები. ივენთები, ჯგუფები, მათ შორის, ფეისბუქის საჩუქრები და ბევრი კითხვა-პასუხის აპლიკაცია.
2008 – აპლიკაციის ერა
მომხმარებლების კედელზე ჩნდება ახალი აპლიკაციები, ზოგი ნებადართული, ზოგიც - აკრძალული.
ბევრ ჩვენგანს წიგნების თარო, სხვადასხვა პოპულარული ონლაინ თამაშის, მეგობრების დაბადების დღეების კალენდრები და უამრავი სხვა ტაბი ჰქონდა.
ფეისბუქი “თვითგამოცემის” საშუალებას გვაძლევს და ამ დროიდან შეგვიძლია ავტვირთოთ და შევქმნათ ფოტო-ალბომები და ვიდეო-ალბომები..
2009 – ფეიჯები
მომხმარებლის პროფაილის პარალელურად ჩნდება კომპანიებისა და პოპულარული პირების ფან პეიჯები.
ჩვენ შეგვეძლო გავმხდარიყავით ამა თუ იმ ფეიჯის ფანები.
2010 წლიდან ფან გვერდები “ლაიქ” გვერდებად გადაკეთდა.
2010 – ვიზუალური რედიზაინინგი
ფეისბუქის დიზაინი უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება: გვერდის შუაში თავსდება ბოლოს ატვირთული სურათები.
მარცხენა მხარე ეთმობა რეკლამას და გარკვეული ტიპის შეხსენებებს.
2011 – ქანქარა
ხაზზე მყოფი (ჩათისთვის მომზადებული) მეგობრების ზედა მხარეს იკავებს შენი მეგობრების რეალურ რეჟიმში მიმდინარე აქტივობების ჩამონათვალი.
და ეს ყველაფერი არ არის. „ფეისბუქი, რომელიც ჯერ მხოლოდ 6 წლისაა, თანდათან ვითარდება და არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ კედელზე შეხვალთ და... მას ვერ იცნობთ.


კომენტარი