
უკვე მეორე დღეა, გარდაბანში, მტკვარში 16 წლის ბიჭს ეძებენ
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გარდაბანში. უკვე მეორე დღეა, მაშველები მტკვარში დაკარგულ მოზარდს ეძებენ.
16 წლის ბიჭი სათევზაოდ იმყოფებოდა, როცა მდინარეში შევიდა და სავარაუდოდ, დინებამ წაიღო.
მაშველებთან ერთად, მოზარდს ადგილობრივებიც ეძებენ.
კომენტარი