
ქუთაისში H1N1 ვირუსით გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია
ქუთაისში H1N1 გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გუშინ საღამოს მოხდა.
„გარდაიცვალა მელოგინე, ახალნამშობიარები ქალი. ბავშვი კარგად არის. გარდაცვალება გრიპის ვირუსმა H1N1 გამოიწვია" - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ეს H1N1 ვირუსით გარდაცვალების მეორე ფაქტია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით გუშინ 53 წლის ქალი გარდაიცვალა.
კომენტარი