![](img/multimedia/a82538_big.jpg)
მლეთაში სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
მლეთაში ავეჯით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ავტომობილს თბილისში ავეჯი გადმოჰქონდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ფაქტზე გამოძიება ცეცხლის წაკიდების შედეგად სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.
კომენტარი