
თბილისში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა - დაშავებულია 41 წლის მამაკაცი
თბილისში, ივანე ჯავახიშვილის #82-ში საცხოვრებელი სახლის აივნის ჩამონგრევის შედეგად 41 წლის მამაკაცი დაშავდა. საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის აივანი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც აივანზე იმყოფებოდა.
დაშავებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა მუშაობს.
კომენტარი