
ბათუმში მიკროავტობუსი მოიპარეს
ბათუმში, იმედაიშვილის ქუჩაზე მიკროავტობუსი მოიპარეს. შემთხვევა დილით მოხდა.
ajaratv.ge-ს ინფორმაციით, მიკროავტობუსის კარი ღია იყო და ის ტერიტორიიდან გაიყვანეს. საქმეში სავარაუდოდ, არასრულწლოვნები ფიგურირებენ.
სამართალდამცველებმა მიკროავტობუსი იპოვეს. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
კომენტარი