
სამი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ რენესთან
ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ რენესთან 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა მამაკაცი და შუახნის ქალი. დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გარდაცვლილები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო. მუხლი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარი