
ციხის თანამშრომელთა აქცია რუსთავში
რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულების წინ დღეს თანამშრომლების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მ მათ დილით სამსახურში შესვლის საშუალება არ მიეცათ.
როგორც ისინი ამბობენ, დაწესებულება რემონტს ექვემდებარება და
დროებით ჩერდება, მათი თანამდებობები კი 12-ე დაწესებულების თანამშრომლებმა
გადაიბარეს.
აქციის მონაწილეების თქმით, 80-მდე თანამშრომელი უმუშევრად არის დარჩენილი. ისინი
სახალხო დამცველთან და სოზარ სუბართან შეხვედრას ითხოვენ.
სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ,რომ მე-16 დაწესებულებაში სარემონტო
სამუშაოები მიმდინარეობს რომელიც 2-3 თვეში დასრულდება. ხოლო იქ მომუშავე ადამიანები
კადრების განყოფილებას ექვემდებარებიან.
კომენტარი