
დეკანოზი ათანასე რუხაძე 36 წლის ასაკში გარდაიცვალა - მას 8 შვილი დარჩა
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ათანასე რუხაძე მძიმე სენის შედეგად 36 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სასულიერო პირს მეუღლე და 8 შვილი დარჩა.
მამა ათანასეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ერთი თვის წინ სოციალურ ქსელში ფეისბუქ მომხმარებელი პოსტი- ს ავრცელდებდა და საპატრიარქოს ადანაშაულებდა იმაში, რომ დეკანოზს და 8 შვილის მამას არ ეხმარებიან.
„შემირცხვენია ის სახელმწიფო და საპატრიარქო, რომელიც ასეთ მდგომარეობაში მყოფ 36 წლის სასულიერო პირს ვერ ეხმარება“- წერდა აკაკი მინაშვილი.
კომენტარი