
სოფელ ქვემო ბოლნისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას მკვლელობა მოჰყვა
სოფელ ქვემო ბოლნისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, საქმეზე საგამოიძებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რასაც მკვლელობა მოყვა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წყარო: იმედინიუს.ჯი
კომენტარი