
ანრი ჯოხაძე დაჩი დარჩიაზე: ახლა სამყარო დაახლოებით იმ საათებს ითვლის როცა სამი წლის წინ გვტოვებდი
რეჟისორი და დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობიდან დღეს 3 წელი გავიდა. ნახეთ რა პოსტს აქვეყნებს მომღერალი ანრი ჯოხაძე დაჩი დარჩიაზე:
„ახლა სამყარო დაახლოებით იმ საათებს ითვლის როცა სამი წლის წინ გვტოვებდი ... სიყვარულის, მეგობრობის, ბედნიერების და სიცოცხლის დანაკლისი. ძალიან გვენატრები დაჩი“- წერს ანრი და დაჩისადმი მიძღვნილ კლიპსაც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 30 აგვისტოს ავლაბარში 35 წლის რეჟისორი და და დიჯეი დაჩი დარჩია მოკლეს.
კომენტარი