
რუსთავში 15 წლის გოგონას ეძებენ
რუსთავში 15 წლის გოგონას ეძებენ. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მარიამ სოროზანიშვილი 19 ივნისს, 21:00 საათზე სახლიდან გაიქცა და მას შემდეგ არავის უნახავს.
15 წლის გოგონას ჯინსის ლურჯი პერანგი და შავი შარვალი ეცვა. ოჯახი დახმარებას ითხოვს.
პოლიცია აღნიშნულთან დაკავშირებით სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს.
კომენტარი