
ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსიდან კაცი უმისამართოდ ისვრის
ვარკეთილში ერთ-ერთ კორპუსში, პირი, რომელსაც რეგისტრირებული იარაღი აქვს, საცხოვრებელ სახლში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისვრის.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაშია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მასთან მიმდინარეობს მოლაპრაკება. კორპუსი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
კომენტარი