
ვერტმფრენი, რომელსაც 5 ადამიანი გადაჰყავდა, გუდაურში დაჯდომისას რამდენჯერმე ამოტრიალდა
ვერტმფრენი, რომელსაც 5 ადამიანი გადაჰყავდა, გუდაურში დაჯდომისას რამდენჯერმე ამოტრიალდა.
,,თუშეთის” ავიახაზების ინფორმაციით, კომპანიის კუთვნილ ვერტმფრენს ხელი მეტეოროლოგიურმა პირობებმა შეუშალა.
ბორტზე 4 ტურისტი და ეკიპაჟის ერთი წევრი იმყოფებოდა. დაშავებულები არ არიან. მგზავრებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კომენტარი