
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში 4 ვერტმფრენია ჩართული
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ამჟამად 4 ვერტმფრენია ჩართული. როგორც ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა, ერთმა ქართულმა ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა, ვინაიდან მისი მუშაობის საჭიროება აღარ იყო.
მინისტრის თქმით, ერთი ქართულის, ერთი -აზერბაიჯანულისა და ორი თურქული ვერტმფრების მუშაობა საკმარისია იმისთვის, რომ ხეობაში ხანძრის ლოკალიზება მოხდეს.
რაც შეეხება ცოცხალ ძალას, ზურაბ ალავიძის თქმით, ხეობაში დაახლოებით 700-მდე ადამიანია მობილიზებული.
"ჯამში 700-მდე ადამიანი მუშაობს. აქედან დაახლოებით 600 შსს-ს სტრუქტურების წარმომადგენელია, დანარჩენი სხვადასხვა უწყებების თანამშრომელია, მათ შორის სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები", - განაცხადა ალავიძემ.
კომენტარი