
კარგად მისმინე და გაიგე! - ვნებებს არ ვმალავ
უკვე დაღამდა. როგორც იქნა, დავრჩით მარტონი.
შეხედე! ზეცა არაქაურ სიწმინდით ელავს,
ახლა ღამეა ამ მიდამოს ბატონ_პატრონი,
მდინარეს გულზე აბნევია ვარსკვლავი ყველა.
ასეთ წუთებში ვერ აზროვნებს საღად გონება,
შეშლილს მიწოდებ და გრძნობები მართლაც შემშლიან,
სიყვარულს უხმობს ყველა ფიქრი და მოგონება,
ვერ გავჩუმდები _ არ მინდა და არც შემიძლია.
მე ვიტანჯები, მოწამეა მაღალი ღმერთი,
კარგად მისმინე და გაიგე! _ ვნებებს არ ვმალავ,
მე შენ მიყვარხარ და მინდიხარ, შენ ერთადერთი,
მე შენ მიყვარხარ და არ ძალმიძს ყოფნა სხვაგვარად
კომენტარი