
ბესლანში ისევ ტერაქტებს ელოდებიან
ჩრდილოეთ ოსეთის ანტიტერორისტულმა კომისიამ ტერაქტების საფრთხეზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონში დაგეგმილ სამგლოვიარო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც 2004 წელს ბესლანში მომხდარი ტრაგედიიდან 7 წლისთავს ეძღვნება, არ არის გამორიცხული, ტერაქტები გამეორდეს.
ანტიტერორისტული კომისია მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ საეჭვო ავტომანქანებს, საგნებს, ადამიანებს და ასეთთა აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად შეატყობინონ სამართალდამცველ ორგანოებს.
კომენტარი