სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება? - რა ინფორმაციას ფლობს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი

ომის შეს­წავ­ლის ამე­რი­კუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის შე­ფა­სე­ბით, კრემ­ლი უარ­ყოფს მით­ქმა-მოთ­ქმას იმის შე­სა­ხებ, რომ მოს­კო­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მე­ო­რე ტალ­ღის გა­მო­ცხა­დე­ბას გეგ­მავს, თუმ­ცა არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ინ­დი­კა­ტო­რი იმი­სა, რომ რუ­სე­თი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მე­ო­რე ტალ­ღის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აპი­რებს. ამას­თან, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კრემ­ლი რის­კავს მისი სან­დო­ო­ბის კი­დევ უფრო შე­ლახ­ვას მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ახა­ლი ტალ­ღის გა­მო­ცხა­დე­ბით, რა­ზეც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ რუსი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი უარ­ყო­ფენ. "პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მე­ო­რე ტალ­ღის, სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ბრძა­ნე­ბის შე­სა­ხებ ან თუნ­დაც უკ­რა­ი­ნას­თან ომის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ ვერ მო­აგ­ვა­რებს იმ პრობ­ლე­მებს, რაც რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლას აქვს. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ახ­ლო­ე­ბით 130 000 ახალ­წვე­უ­ლის გაწ­ვრთნა შე­უძ­ლია ორ­წლი­ა­ნი გაწ­ვე­ვის ციკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მშვი­დო­ბი­ან პე­რი­ოდ­ში და დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბის უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში“, - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი. მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­როა მი­ნი­მუმ სამი თვე. "უკ­რა­ი­ნის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სარ­დალ­მა, გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნიკ­მა ალექ­სან­დრე სირსკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ რუსი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა ფრონტზე მი­დი­ან, უკეთ გაწ­ვრთნი­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ფრონტზე 21 სექ­ტემ­ბერს, პუ­ტი­ნის მიერ ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გაგ­ზავ­ნეს. კრემლს თით­ქმის სამი თვე დას­ჭირ­და ამ ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია "ომის შეს­წავ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის“ ან­გა­რიშ­ში. მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, კრემ­ლის მოჩ­ვე­ნე­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა 28 ოქ­ტომ­ბერს სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო გაწ­ვე­ვის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ასე­ვე იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აღი­ა­რებს, რომ მას არ გა­აჩ­ნია შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­აგ­რძე­ლოს სა­რე­ზერ­ვო მო­ბი­ლი­ზა­ცია და გაწ­ვე­ვა ერ­თდრო­უ­ლად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100