სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ადრე გათხოვდა შვილი ყავს" - დუბაიში მოკლული ქართველი გოგონას მეგობრის კომენტარი

25 წლის ნინი სამანიშვილი დუბაიში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. გამოცემა "გალფ ნიუსის" ცნობით, შიშველი ქალის ცხედარი დუბაიში ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, მკვლელობამდე ქალი გააუპატიურეს.

დრონი.ჯი ტრაგიკულად დაღუპული გოგონას პიროვნებით დაინტერესდა და მის მეგობარს გავესაუბრეთ.

„ძალიან თბილი და მხიარული გოგო იყო. ყოველთვის კარგ განწყობაზე დაგაყენებდა.

ადრე გათხოვდა შვილი ყავს.

მუშაობდა სხვა და სხვა ქვეყნებში როგორც ვიცი და ბოლოს ეხლა დუბაიში იყო. რას აკეთებდა კონკრეტულად არ ვიცი, რასაც სხვა ემიგრანგტი ქალები აკეთებენ საზღვარგარეთ მუშაობის დროს.

ბევრი ინფორმაცია არ მქვს, მაგრამ ძალიან თბილი იყო და მხიარული“ - განაცხადა სამანიშვილის მეგობარმა დრონისთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100