
ნაძალადევში 16 წლის მოზარდი მოკლეს
მკვლელობა თბილისში - ცოტნე დადიანის ქუჩაზე 16 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს.
ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
შსს-ს ინფორმაციით დაკავებულია ორი პირი. გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარი