
ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში გაიხსნება სკოლები
ბავშვების აცრას განვიხილავთ, მაგრამ არა 12 წლის ქვემოთ. ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს. გვაქვს შიდა კონსულტაციებიც, განვიხილავთ ბევრი ქვეყნის მაგალითს და ვფიქრობთ ამაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„გარკვეული მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, არჩევითად ანუ სელექტიურად, სკოლებში დაიწყება სწავლა იქ, სადაც გვექნება ინფექციის გავრცელებისა და დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა. შესაბამისად, ასევე აიცრებიან პედაგოგები და ადმინისტრაციული პერსონალი. ეს ორი კომპონენტი იქნება აუცილებელი, რომ სკოლებში სწავლა დაიწყოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ
კომენტარი