
"მეხელოვნება" სახელოვნებო რეკორდისთვის ემზადება - 100 არტისტის პერსონალური გამოფენა ერთ სივრცეში
პროექტი "მეხელოვნება" ნოემბრის დასაწყისში გამართავს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საგამოფენო ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 100 არტისტი: მხატვარი,ფოტოგრაფი,სკულპტურისტი , make-up არტისტი და ა.შ
დამთვალიერებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში ეწვიოს 100 არტისტის პერსონალურ გამოფენებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 5 000 ნამუშევარი .
პროექტის ორგანიზატორია კომპანია "Georgian art project" და სახელოვნებო გაერთიანება "Seu art project"
საგამოფენო ფესტივალი წელს უკვე მეორედ გაიმართება.
ეს არის ყველაზე მასშტაბური პერსონალური გამოფენა, რომელიც დარეგისტრირდება გამოფენების ეროვნული რეკორდით.
კომენტარი