სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შესაძლოა, ეს ტერორის მიზნებისთვის იქნას გამოყენებული..." - ისრაელში საქართველოს საელჩოს გაფრთხილება

ისრაელში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

დიპლომატიური უწყება საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

"მეგობრებო, სატელეფონო საკომუნიკაციო აპლიკაციებით (ძირითადად watsapp) მასიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თქვენთან სხვადასხვა ინდექსიდან სატელეფონო ზარი შემოვიდეს და ეს ტერორის მიზნებისთვის იქნას გამოყენებული.

ამგვარი სმს-ების ქართული თარგმანიც ვრცელდება.

არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს. ოფიციალური და საჭირო ინფორმაცია გავრცელდება საელჩოს ან/და ელჩის ოფიციალური გვერდიდან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100