შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოპიუმი ამოიღო
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ორჯერ ნასამართლევი ალექსანდრე კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით თბილისში, გულიას ქუჩაზე, ავტოსადგურში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 45,268 გრ ოპიუმია. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ალექსანდრე კ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
კომენტარი