გაასამართლებენ თუ არა 10 თვის ბარბარეს მკვლელს ლინჩის წესით?!
გურჯაანის სოფელ კოლაგში მომხდარი შემზარავი შემთხვევის შედეგად, 10 თვის გოგონა, ბარბარე რაფაიანცი გარდაიცვლა. ბარბარე მშობლებმა დეიდასთან დატოვეს და ბავშვის ცხედარი რამდენიმე საათის წინ თავდახურულ ქვევრში იპოვეს.
როგორც სოფლის მაცხოვრებლები ყვებიან, ჩვილს საათნახევრის მანძილზე ეძებდნენ და მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ იპოვეს.
ბავშვი სასწრაფოდახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მოსახლეობა კი მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.
კომენტარი