სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეგიძლიათ, გვითხრათ, ვინ არის დათუნა სარალიძის მკვლელი? - ანრი ოხანაშვილი გიორგი გახარიას

გთხოვთ გვიპასუხოთ როგორც პარლამენტის წევრებს, ისე ზაზა სარალიძეს: რა გამოიკვეთა დამატებითი გამოძიების ფარგლებში და შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი? - ამ კითხვით პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე შს მინისტრს, გიორგი გახარიას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა მიმართა. მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარის საქმის ირგვლივ საზოგადოებას ჯერ კიდევ ბევრი კითხვა გააჩნია.

„საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დავადგინეთ, რომ ამ საქმის ირგვლივ არსებობდა მთელი რიგი ხარვეზები. დავადგინეთ, რომ არ ჩატარდა ან ჩატარდა დაგვიანებით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. აქედან გამომდინარე, გაჩნდა კითხვები, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაბამის მოხელეთა მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევას, კერძოდ, ვინმესთვის ხომ არ მოხდა ხელის დაფარება? აქედან გამომდინარე, მსურს გკითხოთ, შეისწავლა თუ არა აღნიშნული საკითხი შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ასევე, პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძველი დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ მოხელეთა მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და რატომ არ იწყება? ასევე მინდა შევეხო კონკრეტულ ეპიზოდს, დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, რადგან ეს არის საკითხი, რომელზეც საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ მიიღო პასუხი თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე. ბატონი ზაზა სარალიძე ესწრება სხდომას და გთხოვთ, გვიპასუხოთ როგორც პარლამენტის წევრებს, ისე ბატონ ზაზას, რა გამოიკვეთა დამატებითი გამოძიების ფარგლებში ამ მიმართულებით და შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი?“, - მიმართა შს მინისტრს ოხანაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100