სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

TOP 5 ადამიანის ფსიქიკის გამანადგურებელი პროფესია

ხანგრძლივი დაკვირვებებისა და კვლევის შედეგად ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა დაადგინეს თუ რომელი პროფესიის ადამიანებს ემართებად ყველაზე ხშირად ფსიქიური აშლილობა.

ბუღალტერი - არსებობს სახუმარო გამოთქმა: ბუღალტერი - ეს დიაგნოზია. ცნობილი ფაქტია, რომ ამ პროფესიის წარმომადგენელთა უმეტესობა იმდენად შედის როლში, რომ საკუთარი საქმის პრინციპები პირად ურთიერთობებშიც გადმოაქვს და სიზუსტისკენ მიისწრაფის. ბუღალტერის პროფესია ყველაფრის სწორად და ზუსტად კეთებას მოითხოვს, ამიტომაცაა, რომ ბუღალტრებს ყველაფერი ახალი და ექსტრემალური აშინებთ. გარდა ამისა ბუღალტრები პედანტები არიან.

ჟურნალისტი - ზედაპირულობა ეს ჟურნალისტისთვის აუცილებელი თვისებაა. ჟურნალისტის პროფესია საკითხის დეტალურ ცოდნას არ მოითხოვს, რის გამოც მისი ინტერესი მიმართულია თემის სიგანეზე და არა სიღრმეზე. ბუღალტერის მსგავსად პირად ურთიერთობებში სამსახურეობრივი თვისები ჟურნალისტებსაც მოყვებათ.

სამხედრო - ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება მკაცრი დისციპლინის გარეშე. ფსიქოლოგების აზრით ოფიცერი პროფესია კი არა ცხოვრების სტილია, მათ ხშირშემთხვევაში საერთოდ არ გააჩნიათ იუმორის გრძნობა და თუ ხუმრობენ მხოლოდ სპეციფიურად. ცნობილი ფაქტია, რომ პენსიაზე გასული სამხედრო პირის ოჯახის წევრები თავს „საოჯახო ტირანის“ ხელში გრძნობენ.

იურისტი - ამ პროფესიის ადამიანებს ადვილად გამოარჩევთ ხალხის ტალღაში, მკაცრი კოსტუმი, ხელში ქეისი, კონსერვატული ვარცხნილობა, თუმცა ეს მხოლოდ გარეგნული მაჩვენებლებია. შინაგანად იურისტები საოცრად თავშეკავებულნი არიან, საუბრის დროს დაძაბულობას გრძნობენ თვითკონტროლის გამო და ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ პროფეისული ტერმინების მარაგი.

ექიმი - ეს პროფესია ადამიანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. ექიმების ცინიზმი კი გახლავთ ორგანიზმის რეაქცია პაციენტების ტანჯვაზე, რომელსაც ექიმები ყოველდღიურად ხედავენ. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თუ ექიმის ცხოვრებაში რაიმე პირადი ტრაგედია მოხდება, ისინი ამას მშვიდი გულგრილობით შეხვდებიან, რაც ფსიქოლოგთა განმარტებით ფსიქოლოგიური პრობლემების ნიშანია.

ხოლო რაც შეეხება პროფესიებს, რომლებიც ადამიანში კმაყოფილებას იწვევს, მათი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რელიგიის მსახურები (თავს კარგად გრძნობს მათი 87%) მეხანძრეები (80%) ფიზიოთერაპევტები (78%) მწერლები (74%) მასწავლებლები (70%)

სტატია მომზადებულია: General Social Survey-ს მონაცემების მიხედვით

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100