სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანი გულის მწვავე ტაქიკარდიით კლინიკაში მოხვდა

ტელეკომპანია “იმედის” ერთ-ერთი პოპულარული შოუს წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინ ღამით გულის მწვავე ტაქიკარდიის დიაგნოზით ჩაფიძის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაცია “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს” პრუდუსერმაც დაადასტურა.

მისი თქმით, დიეტაზე მყოფ ნანუკა ჟორჟოლიანს გული გაუხდა ცუდად, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, ექიმებმა კი მიზანშეწონილად ჩათვალეს მისი გადაყვანა კლინიკაში. ამ დროისთვის ტელეწამყვანის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს მას სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, კლინიკიდან დღეს გაწერენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100