უცხოური პრესა დევიდ ბეკჰემის პლასტიკურ ოპერაციებზე ალაპარაკდა
დევიდ ბეკჰემი იმდედან ახალგაზრდად გამოიყურება, რომ მსოფლიო მედია რეგულარულად ჭორაობს ამ ბოლო დროს ფეხბურთელის შესაძლო პლასტიკურ ჩარევებზე.
ორი დღის წინ სპორტსმენი მეუღლის, ვიქტორია ბეკჰემის მოდის კვირეულზე გახლდათ ნიუ-იორკში, სადაც ის უფროს ვაჟთან ერთად წინა რიგებში იჯდა. ფოტომ, რომელიც შვილთან ერთად აქვს გადაღებული უცხოური მედიის ყურადღება გამოიწვია, რადგან აღნიშნულ ფოტოზე დევიდს ასეთ კომენტარს უწერენ: „ბოტოქსი გაიკეთე აშკარად და მართალია“? რაზეც ფეხბურთელი პასუხობს: „ბოტოქსის ნასახი არ მაქვს, თუმცა შენს კომენტარს კომპლიმენტად მივიღებ“. კომენტარის ავტორმა, რომელსაც მართალია ბოდიში არ მოუხდია უპასუხა, რომ მე მხოლოდ ვივარაუდე იმდენად კარგად გამოიყურებიო.
დევიდ ბეკჰემი, რომელიც მაისში 42 წლის გახდა, პირველად არ გამოხმაურებია მსგავს ჭორებს, რომელზეც თავის მართლება კვლავ უწევს. ის უარყოფს პლასტიკურ ჩარევვებს მის გარეგნობაში.
ამ თვალსაზრისით, ვიქტორია ბექჰემი ბევრად უფრო გულწრფელია: მან აღიარა, რომ ის ახალგაზრდობაში მკერდის პლასტიკა აქვს გაკეთებული. „მინდა გითხრათ - არ გაიკეთოთ არაფერი თქვენი მკერდზე. ეს სულელურია, ეს არის დაუცველობის ნიშანი. უბრალოდ იცხოვრეთ იმით, რაც გაქვთ ", - წერდა ვიქტორია სოციალური ქსელში წლის დასაწყისში.
კომენტარი