8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი სხვა დღისთვის გადაიტანეთ დოკუმენტების გაფორმება, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. არავის ენდოთ ბრმად, გადაამოწმეთ ყველა მიღებული ინფორმაცია. სახლიდან გასვლამდე შეამოწმეთ პირადი ნივთები, ხომ არაფერი გრჩებათ.
კურო
დღეს ყველაფერისადმი ზედმეტად მგრძნობიარე ხართ. შეიძლება საკუთარ შესაძლებლობები არ დააფასოთ და სხვების გააიდეალოთ. ხვალისთვის გადადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა.
ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ ოჯახური საქმეების მოგვარებას. ურთიერთობის გაუმჯობესებას ოჯახის წევრებთან. ნუ დახუჭავთ თვალს მომხდარზე და ნუ გგონიათ, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება.
კირჩხიბი
მეტი დაკვირვება გმართებთ დოკუმენტებთან, ინფორმაციებთან მუშაობისას. განსაკუთრებულად იმოქმედებს თქვენზე მოსმენილი მუსიკა, ნანახი ფილმი. ამიტომ, ეცადეთ, პოზიტიურ ტალღაზე იყოთ. გარშემო მყოფების არაადეკვატურ გამოხდომებს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ.
ლომი
ეცადეთ, არაფერი დაგავიწყდეთ, გამოგრჩეთ. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი ნივთების შეძენა. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე ყველა დეტალი კარგად აწონ-დაწონეთ. შეიძლება მეგობრებმა დაგაღალატონ.
ქალწული
ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. დღეს არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმეები. მოერიდეთ წამლებისა და ალკოჰოლის მიღებას. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება არასწორად გაიგოს თქვენი ნათქვამი.
სასწორი
განმარტოება და საკუთარ თავში ჩაღრმავება მოგინდებათ. კარგად დააკვირდით გარშემო მყოფების ქცევას, მაგრამ ნურავის განსჯით. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, რელაქსაციას. ზოგიერთი ავადმყოფობა
მორიელი
მოიშორეთ უსიამოვნო ფიქრები. გადახედეთ შესრულებულ საქმეებს, შეიტანეთ კორექტივები. თამამად გამოთქვით თქვენი მოსაზრებები. განსაკუთრებით, თანამოაზრების გარემოში.
მშვილდოსანი
მოერიდეთ გაურკვეველ ადამიანებთან საქმეების დაწყებას, ავანტიურას. არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. რათა არ შეგელახოთ რეპუტაცია. შეიძლება იმედი გაგიცრუონ საქმიანმა პარტნიორებმა.
თხის რქა
საქმიანი შემოთავაზებები და ახალი პარტნიორები კარგად გადაამოწმეთ. არ გადავარდეთ ილუზიებში. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა შორ მანძილზე, სასამართლოში საქმის აღძვრა.
მერწყული
დღეს არ დაიწყოთ მკურნალობა. შეიძლება არასწორად დაგისვან დიაგნოზი. ახლობლებისგან მშვიდად მიიღეთ კრიტიკა და ეცადეთ გამოსწოროთ. მოსალოდნელია ცვლილება პირად ურთიერთობაში.
თევზები
სხვა დღისთვის გადადეთ საქმეების დაწყება, შეხვედრა საქმიან პარტნიორთან, იურისტთან. გაფრთხილდით, რათა ვიღაცამ (მეუღლემაც კი) არ მოგატყუოთ. მაქსიმალურად დაუკვირდით დეტალებს.
კომენტარი