
კანადელი ქალი 5 წელი ლატარიაში ერთსა და იმავე ციფრებს ირჩევდა და ჯეკპოტი მოიგო
კანადის სოფელ ენისმორში მცხოვრები ქალი 5 წელი ლატარიაში ერთსა და იმავე ციფრებს ირჩევდა და 208 000-ზე მეტი კანადური დოლარი მოიგო. ამის შესახებ UPI წერს.
63 წლის ენ ჰიკის თქმით, ის რეგულარულად თამაშობდა ლატარიას და მუდმივად ერთსა და იმავე ციფრებს ირჩევდა.
როგორც აღმოჩნდა, გათამაშება ჯერ კიდევ 8 სექტემბერს გაიმართა, თუმცა გამარჯვების შესახებ მხოლოდ ახლა გაიგო, რადგან ბილეთის შემოწმება დაავიწყდა.
კომენტარი