
დავით ბაქრაძე ნატო–საქართველოს სხდომაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
ბაქრაძე ნატო-ს შტაბ-ბინაში დღეს გაემგზავრება და ვიზიტის ფარგლებში ალიანსის გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.
გაიმართება ასევე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც ბაქრაძე, რასმუსენი და ალიანსის წევრი ქვეყნის ელჩები მიიღებენ მონაწილეობას.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ში ლიტვის ელჩს ლინას ლინკიავიჩიუს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენს გადასცემს.
კომენტარი