
"შეიძლება არმაგედონით დასრულდეს“ - ჯო ბაიდენი პუტინის "არასწორ გათვლებზე", ბირთვული იარაღით მუქარაზე და აშშ-ის საპასუხო ნაბიჯებზე
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი "რაციონალური აქტორია“, თუმცა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მან არასწორად გათვალა. "ვფიქრობ, რომ ის რაციონალური აქტორია, რომელმაც საგრძნობლად არასწორად გათვალა“, - აღნიშნა ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში. მისი განმარტებით, პუტინს არასწორად სჯეროდა, რომ უკრაინელები დაემორჩილებოდნენ რუსეთის შეჭრას - "ეს იყო არასწორი შეფასება, რომლის მცდარობა ქვეყანაში გაწეულმა სასტიკმა წინააღმდეგობამ დაამტკიცა". "ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო "დედა რუსეთის“ სახლი, სადაც მიიღებდნენ. ვფიქრობ, მან უბრალოდ არასწორად გათვალა“, - აღნიშნა ბაიდენმა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არ ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს გამოიყენებს. "არა მგონია, რომ ის მას გამოიყენებს“, - უპასუხა ბაიდენმა კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა რუსეთის ლიდერი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს.
კომენტარი