მეზობლების ვარაუდით, 80 წლის დედამ შვილი თავდაცვის მიზნით მოკლა
ქობულეთის რაიონის სოფელ
ციხისძირში მომხდარ
მკვლელობასთან დაკავშირებით
მეზობლები მედიასთან
კომენტარის გაკეთებისგან
თავს იკავებენ,
პირად საუბარში
კი აცხადებენ,
რომ მოკლული
50 წლამდე მამაკაცი
ხშირად აგრესიულად
იქცეოდა.
სოფელში იმასაც ვარაუდობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
აღნიშნულ კონტექსტში მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ 80 წლის დედამ შვილი თავდაცვის მიზნით მოკლა, რისთვისაც ნაჯახი გამოიყენა.
შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა ამ დროისთვის დაკავებულია.
კომენტარი