შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს და სხეული დაანაწევრეს - დამნაშავე რუსეთის მოქალაქეა
შვედეთში, ქალაქ კალიქსში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცის დანაწევრებული სხეულის ნაწილები ადგილობრივებმა მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს.
დაკავებულია ერთი პირი - სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქე, რომელიც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ბრალდებული ამბობს, რომ მკვლელობა თავდაცვის მიზნით ჩაიდინა, თუმცა რატომ იყო ცხედარი დანაწევრებული - ამ კითხვაზე მას პასუხი არ აქვს.
შვედეთის პროკურატურამ მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს შსს-ს მოკლული საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. კომუნიკაცია ქვეყნის ძალოვან უწყებებს შორის "საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში" ხდება. მოკლულის ვინაობას სამართალდამცველები ამ დრომდე არ ახმაურებენ.
კომენტარი