სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტანელი კათოლიკების მეთაური სექს-სკანდალის გამო გადადგა

რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მთავარი წარმომადგენელი დიდი ბრიტანეთის ეკლესიაში - კარდინალი კიტ ობრეინი არქიეპისკოპოსის პოსტიდან გადადგა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მას ახალგაზრდა მღვდელთან ურთიერთობის ბრალდება წარუდგინეს. მას უკვე აღარ შეუძლია ახალი რომის პაპის არჩევაში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 75 წლის კარდინალი თავადაც აპირებდა გადადგომას - არც ისე დიდი ხნის წინ, მან ბენედიქტ მეთექვსმეტეს პატიება სთხოვა. სკანდალში კიდევ ორი მღვდელი, ერთი ყოფილი და ერთიც მოქმედი, ფიგურირებენ. „ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი აღწერს, თუ კარდინალი მას როგორ დაესხა თავს, ღამის ლოცვის შემდეგ. მეორე მღვდლის განცხადებით კი, ობრაიანი არასასურველად წარმოაჩენდა თავს და საღამოს ტრაპეზის დროს ალკოჰოლს იღებდა. არიან სხვა მოწმეებიც, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ღამის ლოცვებს კარდინალი სულ სხვა დანიშნულებით იყენებდა.
როგორც ვარაუდობენ, რომის პაპის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი 200 გვერდიანი საიდუმლო მოხსენებაა, რომელიც პაპმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს მიიღო. მასში, მედიის ინფორმაციით, საუბარია ვატიკანში არსებული სერიოზული გეი-შეთქმულების შესახებ და იქ ერთდროულად რამდენიმე კარდინალზეა კომპრომატი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100