სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით დარჩიაშვილი: "გილოცავთ პირველ პოლიტპატიმარს თქვენი ხელისუფლების დროს"

ქუთაისში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ მომხდარი დაკავებების გამო განცხადებები კეთდება. უმცირესობის ერთ–ერთმა წევრმა, დავით დარჩიაშვილმა უმრავლესობას შეახსენა ევროსაბჭოს ის რეკომენდაციები, რაც პოლიტპატიმრის სტატუსს განსაზღვრავს:

"გამოვიყენოთ შედარების მეთოდი იმის გასარკვევად, არის თუ არა ეს დაკავებები პოლიტიკური ანგარიშსწორება: თქვენ თავდაცვის სამინისტროში მოგყავთ ისეთი კადრები, რომელთა მუშაობის დროს თავდაცვის სამინისტროში შეურაცხყოფა იყო ჩვეულებრივი ამბავი და ლამის, ნორმა.

ასევე, ბატონი გაჩეჩილაძის შვილთან შედარებით, რომლის შემთხვევა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ბატონ ახალაიას შემთხვევაში, და რომელიც დეპუ ტატ შავგულიძის თავდებობით გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაციების მიხედვით, პოლიტპატიმრის სტატუსის არსი მდებარეობს სწორედ იმაში, როცა განგებ მძიმდება ბრალი...

7 ნოემბერზე საუბარს, რომელიც 5 წლის წინ იყო და რომელსაც პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა, სხვათა შორის, გირჩევნიათ იფიქროთ 2012 წლის 7 ნოემბერზე – გილოცავთ პირველ პოლიტპატიმარს თქვენი ხელისუფლების დროს..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100