ინდოეთის ტერაქტი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია
რამდენიმე საათის წინ ნიუ-დელის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მომხდარ ტერორისტულ აქტს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი ვერსიით, ბომბი სასამართლოს შენობის წინ მდგარ მსუბუქ ავტომანქანაში იყო დამონტაჟებული. ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია პასუხისმგებლობა მომხდარის გამო. ნიუ-დელიში მომხდარი ტერაქტს ინდოელი სამართალდამცველები ახალი ტერორისტული აქტების სერიის დასაწყისად აღიქვამენ და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ტერაქტები სხვა დასახლებულ პუნქტებშიც გამეორდეს. აფეთქების შედეგად ოცამდე ადამიანი დაშავდა, მათგან ათი - მძიმედ.
კომენტარი