ღამით რუსებმა კიევში, ლვივსა და კრივი რიჰში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს

ღამით რუსებმა კიევში, ლვივსა და კრივი რიჰში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს

ღამით რუსებმა კიევში, ლვივსა და კრივი რიჰში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს. მედიის ინფორმაციით, კიევის საცხოვრებელ ზონას რუსებმა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს - ამ დროისთვის დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მათივე ცნობით, ოკუპანტებმა ლვივზე იერიში ფრთოსანი ტიპის რაკეტების დამიზნებით მიიტანეს, რის შედეგადაც დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსები. მედია წერს, რომ ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. კრივი რიჰში კი, პირველადი მონაცემებით, რუსების თავდასხმის შედეგად, მინიმუმ 15 ადამიანია დაშავებული.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქზე თავდასასხმელად 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და შაჰიდის ტიპის ასეულობით დრონი გამოიყენეს.

მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ წუხელ ინფორმაცია პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაავრცელა. მან დაწერა, რომ რუსეთი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადებოდა: "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურისგან. რუსები მასშტაბური დარტყმისთვის რამდენიმე დღეა ემზადებიან და დიდი ალბათობით, თავდასხმა ამაღამ განხორციელდება".