
"აპირებს, განცხადება დარბაზიდან გააკეთოს" - სააკაშვილის ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწრება
ე.წ. პიჯაკების საქმეზე ხვალინდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია ენმ-ს წევრმა ეკა ხერხეულიძემ გააკეთა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება:
"ხვალინდელი დღე არის მნიშვნელოვანი იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს განცხადების გაკეთებას და ამას შეეხებოდა ჩვენი შეხვედრა" - განაცხადა ხერხეულიძემ.
კომენტარი