სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გრეჩიხას" მოწოდების შემდეგ, მთვრალმა აქტივისტებმა itv.ge-ს ვიდეოკამარა დაამტვრიეს

ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა itv.ge-ს ვიდეოკამერა დაამტვრიეს, ხოლო ჟურნალისტსა და ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა itv.ge-ს გადამღები ჯგუფი აფიქსირებდა, როგორ იჯდა ბორდიურზე ლევან გაჩეჩილაძე, ტელევიზიის შენობის წინ. ჟურნალისტებმა მას რამდენიმე კითხვა დაუსვეს, რაც, სავარაუდოდ, გაჩეჩილაძეს არ მოეწონა, ტრიბუნასთან მივიდა და იმ ჟურნალიტებს, რომლებიც მისი აზრით, არაობიექტურად აშუქებდნენ აქციას, ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

მისი გამოსვლა "სახალხო კრების" მთვრალმა აქტივისტებმა მოწოდებად აღიქვეს: itv.ge-ს ოპერატორს რამდენიმე აგრესიული, ნიღაბაფარებული და ხელკეტებით შეიარაღებული აქტივისტი მიუახლოვდა და ულტიმატუმის ტონით მოითხოვა მისგან გადაღების შეწყვეტა და ვიდეოფირის მათთვის გადაცემა, რასაც როგორც ჟურნალისტის, ასევე ოპერატორის მხრიდან სიტყვიერი წინააღმდეგობის გაწევა მოჰყვა.გადამღები ჯგუფის მტკიცება საკუთარი უფლებების შესახებ საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ აგრესიულმა მომიტინგეებმა ოპერატორს კამერა წაართვეს, ასფალტზე დაანარცხეს და წიხლები დაუშინეს.

მომხდარი ინციდენტის შესახებ ვიდეომასალა თითქმის ყველა ტელევიზიის ჯგუფმა ჩაწერა – გამონაკლისი მხოლოდ "მაესტრო" იყო.

წყარო:

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100