„მეგობრებო! ნუ შეიძენთ ბიუ-ბიუს ნაწარმს“!!!- გაინტერესებთ რატომ? მაშინ ეს ნახეთ
„მეგობრებო! ნუ შეიძენთ ბიუ-ბიუს ნაწარმს“!!!- გაინტერესებთ რატომ? მაშინ ეს ნახეთ
საგამოფენო პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი ლელო ჭიჭინაძე „ბიო-ბიოს“ პროდუქტით უკმაყოფილოა. ნახეთ რას წერს და აქვეყნებს ის ფეისბუქზე
მეგობრებო! ნუ შეიძენთ
ბიუ-ბიუს ნაწარმს!!!
გუშინწინ საღამოს, შევიძინე
თეთრი ხორცის ფილე,
რომელიც შევინახე მაცივარში.
გუშინ სოფომ გაატარა
ხორცსაკეპ მანქანაში და
მოამზადა ნახევარფაბრიკატი კატლეტის
გასაკეთებლად, მაგრამ ვერ
მოახერხა და დღეს დილით,
მაცივრიდან გამოღებული ხორცი
ასეთი დახვდა. შავი
ჟელესავით ბურთულებით დაფარული
ზედაპირი, ხორცი გაფუჭებული
არ იყო! რას ვაჭმევთ
ბავშვებს?!
აღნიშნული ფაქტით დრონი.ჯი დაინტერესდა და სცადა კომპანიას დაკავშირებოდა, თუმცა „ბიო-ბიოს“ ფეისბუქ გვერდზე გაგზავნილ შეტყობინებას დილიდან არავინ პასუხობს და მითითებულ ნომრებზეც პასუხს არავინ იძლევა.
დრონი.ჯი ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებას აგრძელებს.
რამოდენიმე წუთის წინ კომპანია“ბიუ-ბიუმ“ საკუთარ ფეისბუქზე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
მოგესალმებით ძვირფასო მომხმარებლებო!
გვინდა კომენტარი გავაკეთოთ დღეს გავრცელებულ ფოტოზე, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ ბიუბიუს ფილე შეიძინა, მოამზადა მისგან საკატლეტე ფარში, მაცივარში შეინახა, ხოლო მომდევნო დღეს გაფუჭებული დახვდა. ფოტოზე ჩანს ფარში შავი ბუშტუკებით.
1. ფილესგან
მომზადებული
ცარიელი ფარში შეუძლებელია ერთ ღამეში, მაცივარში გაფუჭდეს.
2. მომხმარებელი ამბობს, რომ საკატლეტე ნახევარფაბრიკატი
მოამზადა, არ აკონკრეტებს რა დანამატები გაუკეთა, იქნებ შავი პური, მწვანილი, ან რაიმე ისეთი დაუმატა ფარშს რამაც ფერი შეუცვალა.
3. ვთხოვთ მომხმარებელს დაგვიზუსტოს, როდის და რომელ ჯიხურში შეიძინა ფილე. ჩვენი ლაბორატორია ინახავს ნიმუშებს და შეგვიძლია გადავამოწმოთ კონკრეტული თარიღის მიხედვით.
4. ჩვენ მზად ვართ, მომხმარებელთან ერთად, ჩვენს, ან ნებისმიერ ლაბორატოროაში გადავამოწმოთ პროდუქტი! ასევე მომხმარებელს შეუძლია მოგვიტანოს ფარში და აჩვენოს ჩვენს ხარისხის სამსახურს.
რომ შევაჯამოთ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუბიუს ფილეს შეუძლებელია ჟელატინიანი ბუშტები გასჩენოდა სანიტარულ და სამაცივრე პირობებში!
მომხმარებელს შეუძლია მოგვმართოს: 0322000221; გუდიაშვილის 9
კომენტარი