სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სს „გალტ& თაგარტმა“ „საქსო ბანკთან“ერთად მომხმარებელს ონლაინტრეიდინგის პლატფორმა შეთავაზა

თბილისი, 25ნოემბერი, 2015 - სს „გალტ & თაგარტმა“ („გალტ & თაგარტი“) დღეს ონლაინ ტრეიდინგის პლატფორმა, G&T TRADER-ი (“ჯითი ტრეიდერი”) წარადგინა. აღნიშნული პლათფორმა „გალტ & თაგარტსა“ და Saxo Bank-ს („საქსო ბანკი“) შორის საქართველოში ე.წ. White Labeling-ის ექსკლუზიური პარტნიორობის შედეგად შეიქმნა, რომელიც რეგიონში ამგვარი თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა.

„გალტ & თაგარტი“ საქმიან ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, G&T TRADER-ის პლათფორმით აღმოაჩინონ საკუთარ თავში ტრეიდერი და ჰქონდეთ წვდომა გლობალურ ფინანსურ ბაზრებთან. „გალტ & თაგარტის“ კლიენტები სწორედ G&T TRADER-ის საშუალებით, ყოველგვარი ფიზიკური შუამავლის გარეშე, ონლაინ რეჟიმში სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელებენ გლობალურ ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტიციებს და ივაჭრებენ წამყვანი კორპორაციების ფასიანი ქაღალდებით. G&T TRADER-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დღე-ღამის ნებისმიერ დროს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ლეპტოპის, პლანშეტის ან სმარტფონის საშუალებით ონლაინ რეჟიმში მართოს საკუთარი ანგარიშები. G&T TRADER-ის საშუალებით მომხმარებელი ივაჭრებს სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებით: აქციები, ობლიგაციები, FOREX, CFD, ფიუჩერსები, ოფციონები.

G&T TRADER-ით სარგებლობისათვის კლიენტს საბროკერო ანგარიშის გახსნა შეუძლია, როგორც „გალტ & თაგარტში“, ასევე SOLO ლაუნჯში, SOLO და პირადი ბანკირების მეშვეობით. დამატებით, ბანკირები მომხმარებელს საბროკერო ანგარიშის გახსნასთან ერთად, კონსულტაციას გაუწევენ G&T TRADER პლათფორმით სარგებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის და SOLO მომხმარებელს, შესაძლებლობა აქვს ბანკირის მეშვეობით მართოს, როგორც საბანკო, ასევე საბროკერო ანგარიშები და აქტივები. „გალტ & თაგარტი“ მსურველ კლიენტს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს ერთთვიანი უფასო დემო ანგარიშით და საკუთარ თავზე გამოსცადოს G&T TRADER პლატფორმის შესაძლებლობები.

სრული ინფორმაციისთვის G&T Trader-ის შესახებ, ასევე რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ www.trader.ge.

###

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. „გალტ & თაგარტს“ აქვს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე მუშაობის უნიკალური დ ახანგრძლივი გამოცდილება, მათშ ორისკაპიტალური ბაზრების განვითარების მიმართულებით.კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს: საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და კაპიტალის მართვას, კვლევასა და საბროკერო საქმიანობას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

SAXO BANK-ის შესახებ:

Saxo Bank-ი („საქსობანკი“) მრავალი სახეობის აქტივებით ონლაინ ვაჭრობისა და ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიაა, რომელიც კერძო ინვესტორებსა და ინსტიტუციონალურ კლიენტებს თავაზობს ტრეიდინგისა და საინვესტიციო სტრატეგიების აღსრულებისთვის საჭირო ყველა საშუალებას. კომპანიის ფინანსური საზოგადოებრივი პორტალი TradingFloor.com, მრავალი ტიპის აქტივებით ვაჭრობის პირველი სოციალური პლატფორმაა. „საქსო ბანკი“ სრულად ლიცენზირებული დ არეგულირებული ევროპული ბანკია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ივაჭროს სხვადასხვა ფინანსური ქაღალდებითა და დერივატივებით, Saxo Trader და Saxo TraderGo პლატფორმების მეშვეობით, რომლებიც ხელმისაწვდომია კომპიუტერიდან, პლანშეტიდან და სმართფონიდან, ერთი ანგარიშის მეშვეობით, 20 ენაზე. ხსენებულ პლატფორმას იყენებს 100-ზე მეტი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი მთელს მსოფლიოში, whitelabeling -ის ფარგლებში. „საქსო ბანკი“ ასევე თავაზობს პროფესიონალურ პორტფოლიოსა და ფონდის მართვას, ისევე როგორც ტრადიციულ საბანკო მომსახურებას Saxo Privatbank-ის მეშვეობით. „საქსო ბანკი“ დაარსდა 1992 წელს და მისი მთავარი ოფისი კოპენჰაგენშია. კომპანიას გააჩნია ოფისები 26 ქვეყანაში- ევროპაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.saxobank.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100